კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვარლამ ავალიანმა შეხვედრა გამართა ჰამად ბინ ხალიფას უნივერსიტეტის პრეზიდენტთან
2026 წლის 3 ნოემბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ვარლამ ავალიანმა შეხვედრა გამართა ჰამად ბინ ხალიფას უნივერსიტეტის (HBKU) პრეზიდენტთან, დოქტორ აჰმად მ. ჰასნასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს უნივერსიტეტებსა და ჰამად ბინ ხალიფას უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.
