Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ვარლამ ავალიანი

დაბადების თარიღი და ადგილი

1980 წლის 12 აგვისტო, ქ. თბილისი

პროფესიული გამოცდილება

2025 წლის 15 ოქტომბრიდან იკავებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას კატარის სახელმწიფოში.

2021–2025 წლებში იკავებდა შპს „მედია ჰოლდინგის“ დირექტორის პოზიციას (ტელეარხები – „რუსთავი 2“, „კომედი ჩენელი“, „მარაო“).

2019–2021 წლებში იყო ტელეკომპანია „მაესტროს“ დირექტორი.

2015–2021 წლებში იკავებდა „ევრომედია ჯორჯიას“ გენერალური დირექტორის თანამდებობას.

2012–2014 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და თავდაცვის მინისტრის მრჩევლად.

2009–2012 წლებში იყო სამოქალაქო პოლიტიკური კავშირის „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსპიკერი.

2005–2009 წლებში მუშაობდა საინფორმაციო პროგრამა „კურიერის“ რეპორტიორად და წამყვანად („რუსთავი 2“).

2003–2005 წლებში იყო ტელეკომპანია „მზეს“ რეპორტიორი და წამყვანი.

2000 წელს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში რეპორტიორად.

1998–2003 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია „ჩენელ 9“-ის რეპორტიორად.

განათლება

2001 წელს ვარლამ ავალიანი დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მიიღო ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი.

2014 წელს გაიარა ნატოს თავდაცვის კოლეჯის უფროსი კურსი (რომი, იტალია).

 

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.