ორმხრივი ურთიერთობები
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და კატარს შორის დამყარდა 1993 წლის 16 მარტს.
თანამშრომლობის სფეროები
საქართველსო მთავრობის გადაწყვეტილებით, 2012 წლის 1 ნოემბრიდან კატარში გაიხსნა საქართველოს საელჩო. ქართული მხარის საპასუხოდ 2013 წლის აგვისტოში გაიხსნა კატარის სახელმწიფოს საელჩო საქართველოში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროებში. მხარეები აქტიურად მუშაობენ ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის კონსულტაციების გამართვის, მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის, ბიზნეს ფორუმების ორგანიზებისა და კულტურული ღონისძიებების ჩატარების მიმართულებით. ბოლო წლების განმავლობაში გაიმართა მაღალი დონის ვიზიტები, როგორც დოჰაში, ასევე თბილისში. კატარელი ინვესტორები გამოხატავენ დიდ ინტერესს საქართველოში ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და სხვა სფეროებში ინვესტიციების განხორციელების საკითხში.