დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონია
2025 წლის 8 მაისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
2025 წლის 8 მაისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
2025 წლის 21 აპრილს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს ელჩს იბრაჰიმ იუსიფ აბდულა ფახროს (Ambassador Ibrahim Yousif Abdullah Fakhro).
2025 წლის 12 მარტს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე, კატარში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებთან ერთად დაესწრო ემირის სასახლეში გამართულ იფტარის ღონისძიებას.
2025 წლის 25 თებერვალს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე სახალხო დიპლომატიის გლობალური ქსელის მე-10 გენერალური ასამბლეის გახსნის ცერემონიას დაესწრო. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა 20 ქვეყნის დელეგაცია. საქართველოს წარმოადგენდნენ კულტურის სამინისტროს კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროსი, ალექსანდრე გრიგალაშვილი და კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი ირინე საგანელიძე.
2025 წლის 10 თებერვალს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თეიმურაზ კერესელიძემ შევედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან ელჩთან ბატონ ფაჰად მოჰამმედ იუსეფ კაფოუდთან.
2025 წლის 3 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.