Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონია

2025 წლის 8 მაისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე დოჰას საერთაშორისო წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიას დაესწრო. 

ღონისძიება ოფიციალურად გახსნა კატარის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა შეიხ მოჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჯასიმ ალ ტანიმ.

საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ შეიხები, მინისტრები, მაღალი თანამდებობის პირები და დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ეს იყო ყველაზე მაშტაბური წიგნის ბაზრობა კატარში, რომელშიც მონაწილეობდა 43 ქვეყნის 522 გამომცემელი.