Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ-თანისთან

2025 წლის 21 მაისს, საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის კატარის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრა კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ-თანისთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი განიხილეს, მათ შორის - საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებები.