2026 წლის 15 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში, ლუსაილის სასახლეში, შეხვდა კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის
2026 წლის 15 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დოჰაში, ლუსაილის სასახლეში, შეხვდა კატარის სახელმწიფოს ემირს, შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანის.
შეხვედრის დროს საქართველოს პრეზიდენტმა პირადად მიუსამძიმრა კატარის სახელმწიფოს ემირს მისი მამის, შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ თანის, გარდაცვალების გამო და პატივი მიაგო მის მნიშვნელოვან წვლილს თანამედროვე კატარის სახელმწიფოს განვითარებაში.
მხარეებმა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის არსებული პარტნიორობა და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კატარის სახელმწიფოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და დიპლომატიური დიალოგის მნიშვნელობას, მათ შორის, კატარის სახელმწიფოს პოზიტიურ როლს საერთაშორისო მედიაციის მიმართულებით.
