შეხვედრა კატარის სახელმწიფოს ჭიდაობის ფედერაციაში
2024 წლის 9 ოქტომბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე შეხვდა კატარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს შეიხ ფაჰად ბინ ჰალიდ ალ-თანის.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი, მეგობრული ურთიერთობები.
საუბარი შეეხო საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის სპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
კატარის სახელმწიფოს ჭიდაობის ფედერაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საელჩოს პირველი მდივანი დავით აბსანძე.