Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

საქართველო-კატარის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი საიუბილეო საფოსტო მარკები გამოიცა

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და კატარის და საქართველოს ფოსტასთან ერთობლივი თანამშრომლობით, საქართველო-კატარის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი საიუბილეო საფოსტო მარკები გამოიცა.
 
2023 წლის 18 ივნისს, ქ. დოჰაში, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და კატარის ფოსტის თავმჯდომარემ ფალეჰ მუჰამედ ალ ნუაიმიმ საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე საიუბილეო წლისთავისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკები ერთობლივად წარადგინეს.
 
ატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა კატარულ მხარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის. ხაზი გაესვა გაწეული სამუშაოების მნიშვნელობას ქართველი და კატარელი ხალხის ურთიერთობების ისტორიაში. აღინიშნა, რომ ერთობლივი საიუბილეო საფოსტო მარკა, რომელზეც საქართველოსა და კატარის დედაქალაქების ღირშესანიშნაობები არის გამოსახული, წარმოადგენს ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთ სიმბოლოს.