Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

13-15 ოქტომბერს, დოჰაში, გამოფენა Cityscape 2024 Qatar გაიმართა

13-15 ოქტომბერს, დოჰაში, კატარის უძრავი ქონების ფორუმის ფარგლებში გამოფენა Cityscape 2024 Qatar გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქართული სამშენებლო კომპანია “არქის” პრემიუმ პროექტები.

ფორუმი კატარის პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, შეიხ მოჰამედ ბინ აბდურაჰმან ბინ ჯასიმ ალ თანის პატრონაჟით გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საუდის არაბეთის სამეფოს, პაკისტანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, რუმინეთისა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები.

ფორუმის მონაწილეებმა საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობისა და კომპანია „არქის“ მიერ წარმოდგენილი პროექტების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს.