Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში დაცული უძველესი დროის უნიკალური ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენის გახსნა გაიმართა

2023 წლის 7 ივნისს, კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით, საქართველო-კატარის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად, კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოში დაცული უძველესი დროის უნიკალური ქართული და არაბული ხელნაწერების გამოფენის გახსნა გაიმართა.
 
გამოფენა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის აღმასრულებელმა დირექტორმა თან ჰუსმა გახსნეს. ღონისძიებაზე ხაზი გაესვა ქართულ მრავალფეროვან და მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას და იშვიათი არაბული ხელნაწერების საქართველოში არსებობის ფაქტს.
 
გამოფენაზე საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული X-XX საუკუნეებით თადარიღებული 20-ზე მეტი ქართული და არაბული ხელნაწერის ფოტო-ასლი არის წარმოდგენილი. გამოფენა კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება.
 
გამოფენის გახსნას კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის მმართველი საბჭოს წევრები, კატარში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კულტურის სფეროს, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, მოწვეულ სტუმრებს ასევე საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები