შეხვედრა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში
2025 წლის 21 აპრილს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში, შეხვდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს ელჩს იბრაჰიმ იუსიფ აბდულა ფახროს (Ambassador Ibrahim Yousif Abdullah Fakhro).
შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნებს შორის საქმიანი ვიზიტების ხელშეწყობის გზები და კონკრეტული პროექტები, რომლებიც უფრო მეტ შესაძლებლობებს გაუხსნიან ორი ქვეყნის მოქალაქეებს შედეგზე ორიენტირებული კონტაქტების დამყარებისთვის.
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს საქართველოს საელჩოსთან წლების განმავლობაში მჭიდრო თანამშრომლობისთვის და სამომავლოდ, თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოთქვა.