შეხვედრა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროში
2025 წლის 10 თებერვალს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, თეიმურაზ კერესელიძემ შევედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან ელჩთან ბატონ ფაჰად მოჰამმედ იუსეფ კაფოუდთან.
განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო გეგმები ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები.