Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2024 წლის 3 მარტს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე და პირველი მდივანი დავით აბსანძე შეხვდნენ კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ომარ ალ-ანსარის

    

     2024 წლის 3 მარტს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე და პირველი მდივანი დავით აბსანძე კატარის უნივერსიტეტში შეხვდნენ უნივერსიტეტის პრეზიდენტს ომარ ალ-ანსარის და ქართველ სტუდენტებს რომლებიც აღნიშნულ უნივერსიტეტში ეუფლებიან არაბულ ენას.

    შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კატარის უნივერსიტეტსა და საქართველოს შესაბამის უნივერსიტეტებს შორის მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები. საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს ყოველწლიურად ორი ქართველი სტუდენტისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე გამოყოფილ სტიპენდიასთან დაკავშირებით. ასევე, მხარეებმა განიხილეს ხსენებულ პროგრამაში საქართველოსთვის გამოყოფილი კვოტის გაზრდის საკითხი.

    საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კატარის უნივერსიტეტის პრეზიდენტს მადლობის ნიშნად საჩუქრად გადასცა არაბულ ენაზე გამოქვეყნებული ,,ვეფხისტყაოსანი’’.