Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

კატარიდან ბლოგერები და ინფლუენსერები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კატარიდან პოპულარულ ბლოგერებსა და ინფლუენსერებს უმასპინძლა. პრესტურის მონაწილეებმა თბილისი, მცხეთა, ყაზბეგი, ბორჯომი, წალკა, დაშბაშის კანიონი დაათვალიერეს. ჯგუფის წევრებისთვის კულინარიული მასტერკლასები გაიმართა.

ბლოგერებმა და ინფლუენსერებმა საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, კულინარიის, სპა და სამთო კურორტების შესახებ სოციალურ ქსელებში ბლოგები, პოსტები, ვიდეორგოლები და სთორები მოამზადეს. პრესტურის მიზანია კატარში საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ცნობადობის ამაღლება და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდა.

საქართველოში კატარიდან პოპულარული ბლოგერების და ინფლუენსერების პრესტური საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით განხორციელდა.