Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა

2025 წლის 3 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში კატარის სახელმწიფოს ელჩს, ჰასან ბინ აჰმედ ალ-მუტავას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგის ძირითად ასპექტებზე, მათ შორის, ეკონომიკური კავშირების პოზიტიურ დინამიკასა და მათი გაღრმავების შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ყურის ქვეყნებთან თანამშრომლობის განმტკიცება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

გარდა ამისა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსთვის ტურიზმის სფეროს განვითარების მნიშვნელობასაც და აღინიშნა, რომ ამ კუთხით კატარის სახელმწიფო მიმზიდველ ბაზარს წარმოადგენს. ამასთან, მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს ავიაკომპანიაკატარის ავიახაზებისწარმატებული ოპერირება საქართველოში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებისთვის.