საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე შეხვდა დოჰას საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორებსა და გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიის წარმომადგენლებს.
2024 წლის 18 თებერვალს, კატარში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული თეიმურაზ კერესელიძე შეხვდა დოჰას საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორებსა და გამოფენაში მონაწილე ქართული კომპანიის წარმომადგენლებს. გამოფენაზე წარმოდგენილი არიან ქართული კომპანიები, რომლებიც ეწევიან მაღალი ხარისხის თაფლისა და თაფლის პროდუქტების ექსპორტს კატარში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია 25 ქვეყნიდან, წარმოდგენილია 60-ზე მეტი სახეობის თაფლი.