Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ კერესელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში

2023 წლის 20 სექტემბერს საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ კერესელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორთან ელჩთან ბატონ იბრაჰიმ იუსიფ აბდულა ფახროსთან (Ambassador Ibrahim Yousif Abdullah Fakhro).

შეხვედრის დროს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მადლობა გადაუხადა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს კატარში საქართველოს საელჩოსთან წლების განმავლობაში არსებული მჭიდრო თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობის იმედი.