2024 წლის 14 მარტს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა კატარში მყოფ ქართველ სტუდენტებთან
2024 წლის 14 მარტს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა შეხვედრა კატარში მყოფ ქართველ სტუდენტებთან. საქართველოს საელჩოსა და კატარის უნივერსიტეტის (Qatar University) თანამშრომლობით, ასევე კატარის ფონდის (Qatar Foundation) დაფინანსებით ამჟამად კატარში არსებულ ამერიკულ უნივერსიტეტებში (Georgetown University, Carnegie Mellon University, Texas A&M University) და კატარის უნივერსიტეტში (Qatar University) 11 ქართველი სტუდენტი სწავლობს.
შეხვედრაზე კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ კერესელიძემ და პირველმა მდივანმა დავით აბსანძემ ქართველ სტუდენტებთან ისაუბრეს საქართველო-კატარის ორმხრივ ურთიერთობებზე, განსაკუთრებით განათლების მიმართულებით, ასევე კატარში მიღებული განათლების საქართველოში გამოყენების მნიშვნელობაზე.