საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხთან

2022 წლის 19 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მინისტრთან სოლთან ბინ საად ალ მურაიხთან. 

შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და კატარის ორმხრივი ურთიერთობების არსებული დღის წესრიგი და პრიორიტეტული საკითხები.

მხარეები მიესალმნენ ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციას რაც დადებითად აისახება თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებებზე. ამ მხრივ კმაყოფილებით აღინიშნა კატარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ განხორციელებული ვიზიტი და გამართული შეხვედრები, მათ შორის კატარის ემირთან.