საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარში ქართველი მხატვრის გელა პატიაშვილის გამოფენა გაიმართება

2022 წლის 16-29 ივნისს კატარში ქართველი მხატვრის გელა პატიაშვილის გამოფენა გაიმართება

კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს, კატარის კულტურის ფონდის და „გალერეა ვერეს“ ერთობლივი ორგანიზებით, 2022 წლის 16-29 ივნისს, ქ. დოჰაში Katara-ს საგამოფენო დარბაზში ცნობილი ქართველი მხატვრის გელა პატიაშვილის გამოფენა გაიმართება.

გამოფენაზე -  „სიცოცხლის ფორმები“ ქართველი მხატვრის 20-მდე ფერწერული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი.  

გამოფენის ოფიციალური გახსნითი ღონისძიება გაიმართება 16 ივნისს საღამოს 7:00 საათზე Katara-ს საგამოფენო დარბაზში (Building 47 – Gallery 1). აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს მიეწოდებათ ინფორმაცია ქართული ხელოვნების, ქართული მხატვრობის ისტორიისა და მიმდინარე ტენდენციების შესახებ.

სტუმრებს ორი კვირის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ გამოფენას და დაათვალიერონ ქართველი მხატვრის ნამუშევრები. გამოფენა 29 ივნისამდე გასტანს.