2023 წლის 13 თებერვალს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს კულტურის მინისტრთან შეიხ აბდულრაჰმან ბინ ჰამად ალ თანისთან.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის კულტურის სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები ორი ქვეყნის კულტურული კავშირების გაღრმავების მიმართულებით.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და კატარის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით ერთობლივი კულტურული ღონისძიებების გამართვის საკითხს და კატარში ქართული კულტურის წარმოჩენის შესაძლებლობებს.