საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2023 წლის 1 თებერვლიდან კატარში მიმავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ამოქმედდება ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა

საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

2023 წლის 1 თებერვლიდან კატარში მიმავალი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ამოქმედდება ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევა, რაც გულისხმობს შემდეგს: 

უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც კატარში მიემგზავრებიან ვიზიტორად საზღვრის კვეთისას ვალდებულნი არიან წარადგინონ სამედიცინო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ფარავს კატარში მათი ყოფნის პერიოდს. აღნიშნული სამედიცინო დაზღვევის შეძენა (საფასური შეადგენს 50 კატარულ რიალს) შესაძლებელია კატარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზირებული შემდეგი სადაზღვევო კომპანიების ვებ-გვერდებზე. სადაზღვევო კომპანიების სია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.moph.gov.qa/.../insurancec.../Pages/default.aspx

აღსანიშნავია, რომ ხსენებული სავალდებულო  დაზღვევა ფარავს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას, მკურნალობასა და სამედიცინო ტრანსპორტირებას როგორც კატარში, ასევე საზღვარგარეთ, ასევე COVID19-თან დაკავშირებით სავალდებულო კარანტინის ანაზღაურებასა და სხვა სახის სამედიცინო დახმარებას. დეტალური ინფორმაცია დაზღვევის პირობების შესახებ იხილეთ: https://www.moph.gov.qa/.../Health-Insurance-Scheme.aspx

იმ შემთხვევაში თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვიზიტორი ფლობს ჯანმრთელობის საერთაშორისო დაზღვევას, კატარის საზღვრის კვეთის მიზნებისათვის  სადაზღვევო პოლისი უნდა მოიცავდეს კატარს, უნდა იყოს ძალაში პირის კატარში მოგზაურობის პერიოდში და გაცემული კატარში რეგისტრირებული ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის მიერ.

აღნიშნული რეგულაციები არ ვრცელდება კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირებზე.