საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის კატარში დაგეგმილ FIFA World Cup Qatar 2022-თან დაკავშირებით

❗️საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!
➡️ 2022 წლის 20 ნოემბრიდან 18 დეკემბრის ჩათვლით კატარის სახელმწიფოში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში - FIFA World Cup Qatar 2022.  გახსნითი მატჩი გაიმართება 20 ნოემბერს, ხოლო ფინალური - 18 დეკემბერს. 
⚠️ ჩემპიონატზე დასწრების მსურველმა საქართველოს მოქალაქეებმა მიზანშეწონილია გაითვალისწინონ შემდეგი:
🔹 კატარის სახელმწიფოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ნოემბრიდან მოხსნილია COVID19-თან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს არ აქვთ ვალდებულება გაიკეთონ PCR ან სწრაფი ტესტი გამომგზავრებამდე და შეავსონ მგზავრობის წინ სარეგისტრაციო ფორმები;
🔹ძალაში რჩება მოთხოვნა ვიზიტორების მიერ სპეციალური სატელეფონო აპლიკაციის გააქტიურების შესახებ. კატარში ჩასულმა საქართველოს მოქალაქემ საკუთარ მობილურ მოწყობილობაზე უნდა გადმოწეროს და გააქტიუროს სპეციალური აპლიკაცია - Ehteraz;
🔹 2022 წლის 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე კატარის საზღვრის კვეთა შესაძლებელია მხოლოდ ე.წ. Hayya Card-ის მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე საქართველოს მოქალაქეებზე;
🔹 Hayya Card  წარმოადგენს უნიფიცირებულ ბარათს, რომლის ფლობა აუცილებელია ჩემპიონატის მსვლელობისას კატარის საზღვრის გადასაკვეთად და ჩემპიონატის ფარგლებში დაგეგმილ საფეხბურთო მატჩებზე დასასწრებად, ასევე უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისთვის. Hayya Card შესაძლოა იყოს როგორც ციფრული, ასევე ბეჭდური სახის. Hayya Card გაიცემა მხოლოდ იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის რომელიმე მატჩზე დასწრების ბილეთებს. ბილეთის შეძენის შემდეგ მოქალაქემ აუცილებელია წარადგინოს განაცხადი Hayya Card-ის მისაღებად შემდეგ ბმულზე: https://hayya.qatar2022.qa, ასევე ჩამოტვირთოს და გააქტიუროს „Hayya to Qatar 2022“ აპლიკაცია საკუთარ მობილურ ტელეფონზე.
🔹 ჩემპიონატთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შემდეგ ვებ-გვერდზე: https://www.qatar2022.qa/ 
📍დამატებითი კონსულტაციის და დახმარების აღმოჩენის აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ნებისმიერ დროს დაუკავშირდნენ კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შემდეგი ცხელი ხაზის მეშვეობით:
☎️+97433223549