საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ქ. დოჰას მუნიციპალიტეტის დირექტორთან მანსურ აჯრაან ალ-ბუაინინთან

2022 წლის 18 სექტემბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა ქ. დოჰას მუნიციპალიტეტის დირექტორთან მანსურ აჯრაან ალ-ბუაინინთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის არსებული ურთიერთობები, მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობის ფარგლებში სხვადასხვა სახის კულტურული ღონისძიებების განხორციელების და მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. 

ყურადღება დაეთმო ა.წ. 1-2 ოქტომბერს მანსურ აჯრაან ალ-ბუაინინის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც დოჰას მუნიციპალიტეტის დირექტორი მონაწილეობას მიიღებს „თბილისობის“ დღესასწაულში, ასევე გაიმართება შეხვედრა ქ. თბილისის მერთან. 

2012 წლიდან თბილისი და დოჰა დაძმობილებული ქალაქები არიან.