2022 წლის 19 სექტემბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის კომუნიკაციებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრთან მოჰამედ ბინ ალი ალ მანნაისთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ინოვაციების, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინტერნეტ ტრაფიკის მიმოცვლის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.
მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ მუშაობა ორ ქვეყანას შორის ხსენებულ სფეროებში სამართლებრივი ბაზის შექმნის, ორმხრივი ვიზიტების ორგანიზების და ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების სფეროში ურთიერთსასარგებლო ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით.