საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ Al Sharq-თან

2022 წლის 6 ივლისს, კატარის წამყვან არაბულენოვან გამოცემაში - Al Sharq გამოქვეყნდა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ სათაურით: „კატარში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის პოზიტიური შედეგები“.

ინტერვიუში ელჩი საუბრობს საქართველოსა და კატარს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დადებით დინამიკაზე, ა.წ. 20-21 ივნისს კატარის სახელმწიფოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შედეგებზე, მაღალი დონის შეხვედრებსა და მხარეებს შორის ინვესტიციების ხელშეწყობის და ურთიერთდაცვის და ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის ხელშეკრულებების ხელმოწერის მნიშვნელობაზე.

სტატიაში ელჩი ასევე საუბრობს კატარული ინვესტიციებისთვის საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე, კატარში სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის გაზრდილ მოცულობასა და კატარიდან საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების მზარდ ნაკადებზე.

ინტერვიუში აღნიშნულია, რომ მოცემული მზარდი დინამიკა გამოარჩევს საქართველოს კატარში, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოსტპანდემიური ტურისტული მიმართულების ქვეყანას.

სტატიაში ასევე ყურადღება ეთმობა მიმდინარე წელს საქართველოს საელჩოს ინიციატივით კატარში ორგანიზებულ რიგ კულტურულ პროექტებს, როგორიც არის შეიხ ფაისალ ბინ ქასიმ ალ თანის მუზეუმში ქართული კუთხის გახსნა, კატარის კულტურულ სოფელში - Katara-ში გამართული ქართული კინოს დღეები და ქართველი მხატვრის გელა პატიაშვილის გამოფენა.

 

06.07.2022