საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო, ქვეყნის ფინანსურ ცენტრად გადაქცევის პერსპექტივები და საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები განიხილეს შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და კატარის საინვესტიციო საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა მანსურ ბინ იბრაჰიმ ალ მაჰმუდმა, რომელიც დოჰაში პრემიერის ეკონომიკურ ფორუმზე ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე აღინიშნა ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და მზადყოფნა გამოითქვა სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების განვითარებისთვის.

პრემიერის თქმით, საქართველოში ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოა და ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს.

ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის საინვესტიციო საზოგადოების თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა შეხვედრისთვის და კიდევ უფრო მჭიდრო სამომავლო თანამშრომლობის იმედი გამოთქვა.

21.06.2022