საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარში ქართველი მხატვრის გელა პატიაშვილის გამოფენა - „სიცოცხლის ფორმები“ გაიხსნა

კატარში ქართველი მხატვრის გელა პატიაშვილის გამოფენა - „სიცოცხლის ფორმები“ გაიხსნა

2022 წლის 16 ივნისს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს, კატარის კულტურის ფონდის და „გალერეა ვერეს“ ერთობლივი ორგანიზებით, ქ. დოჰაში Katara-ს საგამოფენო დარბაზში ცნობილი ქართველი მხატვრის გელა პატიაშვილის გამოფენა გაიხსნა.


ღონისძიება კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა და კატარას კულტურის ფონდის - Katara-ს გენერალურმა დირექტორმა ხალედ ბინ იბრაჰიმ ალ სულაიტიმ ერთობლივად გახსნეს. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართა ქართველმა მხატვარმა გელა პატიაშვილმა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას  მიაწოდა ინფორმაცია გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების შესახებ.

გამოფენაზე - „სიცოცხლის ფორმები“ ქართველი მხატვრის 20-მდე ფერწერული ნამუშევარი არის წარმოდგენილი, რომელთა ნაწილი სპეციალურად კატარში დაგეგმილი გამოფენისთვის შეიქმნა.

გამოფენის გახსნას დაესწრნენ კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები და დიპლომატიური კორპუსის, აკადემიური წრეების და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, ასევე კატარში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები. 

სტუმრებს ორი კვირის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ ეწვიონ გამოფენას და დაათვალიერონ ქართველი მხატვრის ნამუშევრები. გამოფენა 29 ივნისამდე გასტანს.