საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის წამყვანი გამოცემა - Gulf-Times კატარში დაგეგმილ ქართულ კინოს დღეებზე წერს

კატარის წამყვანი გამოცემა - Gulf-Times კატარში დაგეგმილ ქართულ კინოს დღეებზე წერს

სტატიაში აღნიშნულია, რომ კატარში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და კატარას კულტურულ ფონდთან (Katara) თანამშრომლობის შედეგად, კატარას დრამის თეატრში სამი დღის განმავლობაში გაიმართება ქართული ფილმების ჩვენება - “მანდარინები” (ზაზა ურუშაძე); “დედე” (მარიამ ხაჭვანი); “სიმინდის კუნძული” (გიორგი ოვაშვილი). სტატიაში ასევე ხაზგასმულია, რომ წარმოდგენილ ქართულ ფილმებს არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე მოპოვებული აქვთ წამყვანი ნომინაციები და მაღალი დონის პრიზები.

ქართული კინოსეანსები კატარას დრამის თეატრში შემდეგი გრაფიკით გაიმართება: 

➡️ 24 მაისი, 7:00 საათი - “მანდარინები” (ზაზა ურუშაძე)

➡️ 25 მაისი, 7:00 საათი - “დედე” (მარიამ ხაჭვანი)

➡️ 29 მაისი, 7:00 საათი - “სიმინდის კუნძული” (გიორგი ოვაშვილი).

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ უფასოდ დაესწრონ ფილმების ჩვენებას, რისთვისაც რეგისტრაცია უნდა გაიარონ შემდეგ ბმულზე: https://booking.katara.net/

23.05.2022