საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის მოადგილესთან სულთან ბინ რაშიდ ალ ხატერთან

2022 წლის 31 მარტს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის მოადგილესთან სულთან ბინ რაშიდ ალ ხატერთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკის, ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები. 

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების პერსპექტივას, ორ ქვეყანას შორის არსებულ სატრანსპორტო მარშუტებს და ვაჭრობის გაზრდის მიზნით ახალი სატრანსპორტო დერეფნების ინიცირებას, ასევე კატარის სახელმწიფოში დაგეგმილ მაღალი დონის ფორუმებსა და საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებებში ქართული მხარის მონაწილეობის შესაძლებლობებს.