საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ეროვნული კვლევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან აბდულ სატარ ალ ტაისთან

2022 წლის 3 თებერვალს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ეროვნული კვლევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან აბდულ სატარ ალ ტაისთან. 

კატარის ეროვნული კვლევის ფონდი დაარსდა 2006 წელს კატარის ფონდის მიერ (Qatar Foundation). ფონდის ძირითადი ამოცანაა სამეცნიერო კვლევების დაფინანსება ენერგეტიკის და გარემოსდაცვით, ტექნოლოგიების და ინოვაციების, ჯანმრთელობის დაცვის და ბიომედიცინის, ასევე ხელოვნების და სოციალური მეცნიერების სფეროებში. ფონდის მიერ დაარსებიდან დღემდე 1.4 მილიარდი აშშ დოლარის სამეცნიერო კვლევებია დაფინანსებული.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კატარის ეროვნულ კვლევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების და ერთობლივი კვლევების განხორციელების შესაძლებლობები.