საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ Gulf Times-თან

2023 წლის 2 თებერვალს, კატარის გავლენიან ინგლისურენოვან გამოცემაში - Gulf Times გამოქვეყნდა კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩის ნიკოლოზ რევაზიშვილის ინტერვიუ.

ინტერვიუში ელჩი საუბრობს საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და ზამთრის კურორტებზე, ასევე 2023 წლის თებერვალ-მარტში ბაკურიანში დაგეგმილი ზამთრის სპორტის სახეობათა მსოფლიო ჩემპიონატზე. 

სტატიაში აღნიშნულია, რომ კატარიდან საქართველოში ჩამომსვლელი ტურისტების მზარდი დინამიკა გამოარჩევს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პოსტპანდემიური ტურისტული მიმართულების ქვეყანას კატარში.  

სტატიაში ასევე ყურადღება ეთმობა გასულ წელს კატარის სახელმწიფოს მიერ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარების საკითხს, რამაც ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში ახალი შესაძლებლობები გააჩინა.