საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფო მინისტრთან და კატარის თავისუფალი ზონების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან აჰმედ ალ საიდთან

2023 წლის 26 იანვარს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფო მინისტრთან და კატარის თავისუფალი ზონების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან აჰმედ ალ საიდთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-კატარის ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების მიმდინარე საკითხები და სამომავლო გეგმები, ასევე საქართველოს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და კატარის თავისუფალ ზონებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები, მათ შორის პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით.

მხარეები შეთანხმდნენ გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ორმხრივი ვიზიტების განხორციელების და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით.