საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ფოსტის თავმჯდომარესთან ფალეჰ მოჰამედ ალ ნაემისთან

2023 წლის 15 იანვარს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ფოსტის თავმჯდომარესთან ფალეჰ მოჰამედ ალ ნაემისთან. 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარს შორის საფოსტო სფეროში არსებული თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები, მათ შორის საფოსტო გზავნილების მიმართულებით. 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა მიმდინარე წელს საქართველოსა და კატარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივი საიუბილეო საფოსტო მარკის გამოცემის საკითხი.