Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2024 წლის 21 მაისს საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი კატარის პარლამენტის (საკონსულტაციო საბჭოს) თავმჯდომარეს- ჰასსან ბინ აბდულლაჰ ალ-გჰანიმს შეხვდა

2024 წლის 21 მაისს, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, კატარის სახელმწიფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი დავით სონღულაშვილი კატარის პარლამენტის (საკონსულტაციო საბჭოს) თავმჯდომარეს- ჰასსან ბინ აბდულლაჰ ალ-გჰანიმს შეხვდა

მხარეებმა იმსჯელეს სავაჭრო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე.

კატარის მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.