2024 წლის 14 მარტს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ კერესელიძემ კატარის სახელმწიფოს საკონსულტაციო საბჭოში შეხვედრა გამართა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჰამდა ალ-სულაითისთან
2024 წლის 14 მარტს კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ კერესელიძემ კატარის სახელმწიფოს საკონსულტაციო საბჭოში (კატარის პარლამენტში) შეხვედრა გამართა საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან ჰამდა ალ-სულაითისთან. შეხვედრას ესწრებოდა საკონსულტაციო საბჭოს, საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე იუსეფ ბინ ალი ალ ჰათერი.
შეხვედრაზე კატარის სახელმწიფოში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ კერესელიძემ და საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრეს საქართველო-კატარის ორმხრივ ურთიერთობებზე, საქართველოს პარლამენტსა და კატარის სახელმწიფოს საკონსულტაციო საბჭოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.