20 ნოემბერს ქალაქ დოჰაში ,,ექსპო 2023’’-ის საგამოფენო ცენტრში ხელოვან ბაჩო ჭამელაშვილის გალერეის ორგანიზებით გაიხსნა ქართველი მხატვრების გამოფენა
20 ნოემბერს ქალაქ დოჰაში ,,ექსპო 2023’’-ის საგამოფენო ცენტრში, ხელოვან ბაჩო ჭამელაშვილის გალერეის ორგანიზებით გაიხსნა ქართველი მხატვრების: შალვა ფაჩოშვილის, მამუკა ტყეშელაშვილის, თეიმურაზ ხარაბაძის, ნინო ჭამელაშვილის, ბექა აბულაძის და ბაჩო ჭამელაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენამ ადგილობრივი პრესისა და ხელოვნების მოყვარულთა დიდი ყურადღება დაიმსახურა. გამოფენა გაგრძელდება 25 ნოემბრამდე.