Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ კერესელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან ელჩთან საუდ აბდულა ზაიდ ალ-მაჰმუდისთან

 2023 წლის 1 ოქტომბერს  საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ კერესელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორთან ელჩთან საუდ აბდულა ზაიდ ალ-მაჰმუდისთან (Ambassador Saoud  Abdulla Zaid Al-Mahmoud). შეხვედრას ესწრებოდა ევროპული დეპარტამენტის ოფიცერი აბდულაზიზ ჰალიდ ალ-ნასრი (Abdulaziz Khalid Al-Nasr).

 

 საქართველოს საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გამოთქვა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ დეპარტამენტთან ნაყოფიერი და მჭიდრო თანამშრომლობის იმედი. შეხვედრის დროს განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო გეგმები ისეთ სფეროებში როგორიცაა ვაჭრობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტურიზმი და ინვესტიციები.