კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან
2023 წლის 16 აგვისტოს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს ემირთან შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ თანისთან.
შეხვედრაზე კატარის ემირმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს და კატარის სახელმწიფოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც უკანასკნელ წლებში მნიშვნელოვნად გაღრმავდა და გაფართოვდა სხვადასხვა მიმართულებით.
კატარის ემირმა საქართველოს ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველო-კატარს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისთვის და ემირის სახელობის ალ ვაჯბას საპატიო მედალი გადასცა.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმები.