Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში

2025 წლის 18 ივნისს, საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა თეიმურაზ კერესელიძემ შეხვედრა გამართა სარა აბდულა ალ საადისთან - კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან.

შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობების პოზიტიური დინამიკა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები. საუბარი შეეხო მხარეთა თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში.