საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს განათლებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ ალ ნუაიმისთან

2022 წლის 20 სექტემბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს განათლებისა და უმაღლესი განათლების მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ ალ ნუაიმისთან.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო საქართველოსა და კატარს შორის 2020 წელს ხელმოწერილი ზოგადი განათლების, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებს, კერძოდ ერთობლივი კვლევითი პროექტების, აკადემიური პერსონალის და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების განხორციელების მიმართულებით.