საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი კატარის სახელმწიფოს უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Qatari Diar-ის აღმასრულებელ დირექტორს აბდულა ბინ ჰამად ალ-ატიას შეხვდა

2023 წლის 19 იანვარს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი კატარის სახელმწიფოს უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია Qatari Diar-ის აღმასრულებელ დირექტორს აბდულა ბინ ჰამად ალ-ატიას შეხვდა. 

შეხვედრაზე კატარულ მხარეს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოს შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უძრავი ქონების სექტორში არსებულ შესაძლებლობებს. მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ მხარეები გააგრძელებენ თანამშრომლობას კონკრეტული საინვესტიციო პროექტების შესწავლის და შესაძლო განხორციელების მიზნით.   

Qatari Diar დაარსდა 2005 წელს კატარის საინვესტიციო საზოგადოების (კატარის სახელმწიფოს სუვერენული ფონდის) მიერ. Qatari Diar-ის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს როგორც კატარის უძრავი ქონების განვითარების მხარდაჭერა, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებში უძრავი ქონების სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელება.