საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. დოჰას ცენტრში მდებარე დროშების მოედანზე (Flag Plaza) საქართველოს ბანერის გახსნა და საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა

2022 წლის 5 ოქტომბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოსა და კატარის ეროვნული მუზეუმის ერთობლივი თანამშრომლობით, ქ. დოჰას ცენტრში მდებარე დროშების მოედანზე (Flag Plaza) საქართველოს ბანერის გახსნა და საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა. ქ. დოჰაში Flag Plaza-ზე არსებულ ციფრულ ეკრანზე საქართველოს შესახებ საიმიჯო ვიდეო რგოლის ჩვენება 10 დღის მანძილზე ყოველდღე გაგრძელდება.

2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში Flag Plaza იქნება ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ტურისტული ლოკაცია, რომელიც ჩემპიონატის ფარგლებში მრავალ კულტურულ, სანახაობრივ და გასართობ ღონისძიებას უმასპინძლებს.