საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კატარში დაგეგმილ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით კატარის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება

📢📢 საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ‼️

⚽️ კატარში დაგეგმილ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით კატარის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2022 წლის 23 დეკემბრამდე კატარში შეიზღუდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლა.

➡️ ა.წ. 1 ნოემბრიდან 23 დეკემბრამდე შეწყდება ვიზიტორებისთვის საზღვაო, საჰაერო და სახმელეთო საზღვრებზე კატარის ვიზის გაცემა. ხსენებულ პერიოდში კატარის სახელმწიფოში შემოსვლას შეძლებენ მხოლოდ ე.წ. Hayya ბარათის მქონე საქართველოს მოქალაქეები. 

🆔 აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება კატარის ბინადრობის მოწმობის მქონე პირებზე. აგრეთვე, ხსენებული არ ვრცელდება დოჰას გავლით ტრანზიტულად მიმავალ მგზავრებზე. 

📇 Hayya Card - წარმოადგენს უნიფიცირებულ ბარათს, რომლის ფლობა აუცილებელია ხსნებულ პერიოდში კატარის საზღვრის გადასაკვეთად და ჩემპიონატის მსველობისას საფეხბურთო მატჩზე დასასწრებად, ასევე უფასო საჯარო ტრანსპორტით სარგებლობისთვის. 

🎟 Hayya Card შესაძლოა იყოს როგორც ციფრული, ასევე ბეჭდური სახის. Hayya Card გაიცემა მხოლოდ იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც ფლობენ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის რომელიმე მატჩზე დასწრების ბილეთებს. 

📌 ბილეთის შეძენის შემდეგ მოქალაქემ აუცილებელია წარადგინოს განაცხადი Hayya Card-ის მისაღებად შემდეგ ბმულზე: https://hayya.qatar2022.qa, ასევე ჩამოტვირთოს და გააქტიუროს „Hayya to Qatar 2022“ აპლიკაცია საკუთარ მობილურ ტელეფონზე.