2022 წლის 15 სექტემბერს, კატარის სახელმწიფოში საქართველოს ელჩმა ნიკოლოზ რევაზიშვილმა შეხვედრა გამართა კატარის ეროვნული ბიბლიოთეკის აღმასრულებელ დირექტორთან თან ჰუსმთან.
შეხვედრაზე მხარეებმა საელჩოს და კატარის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის არსებული თანამშრომლობა განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობებზე, მათ შორის ბიბლიოთეკის სივრცეში საჯარო ლექციების და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ქართულ-არაბული მასალების გამოფენის ორგანიზებაზე.