ა.წ. 5 სექტემბერს, ქ. დოჰაში საერთაშორისო გამოფენა S'hail 2022 გაიხსნა, რომელიც არაბულ სამყაროში ნადირობისა და ფალკონობის ხელოვნების შენარჩუნებას და პოპულარიზაციას ემსახურება. გამოფენა ასევე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო ღონისძიებაა ყურის რეგიონში აღნიშნული ჟანრის მხატვრობის სფეროში.
კატარში საქართველოს საელჩოს და კატარას კულტურის ფონდის - Katara-ს ერთობლივი თანამშომლობით 2022 წლის S'hail-ის გამოფენაში ქართველი მხატვრები გელა პატიაშვილი და მიხეილ ერისთავი მონაწილეობენ, რომელთა მიერ წარმოდგენილია გამოფენის თემატიკაზე შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები.
ყოველწიურად S'hail-ის გამოფენას 130.000-მდე ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი სტუმრობს. გამოფენა 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.