კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და კატარის ავიახაზების თანამშრომლობის შედეგად, ა.წ. 30 მარტიდან კატარის ავიახაზებმა ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის აამოქმედა 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრები სპეციალური სამოგზაურო პაკეტების საქართველოდან შეძენის შესაძლებლობა.
პაკეტი მოიცავს თბილისი-დოჰას მიმართულებით სამგზავრო ბილეთს, სასტუმროს და სასურველ მატჩებზე დასწრების ბილეთებს, ხოლო მისი შეძენა შესაძლებელია ბმულიდან https://www.qatarairways.com/app/fifa2022/en