საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

Agriteq 2022-ზე საქართველო ეროვნული პავილიონით არის წარმოდგენილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაზე Agriteq 2022  საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა.

საერთაშორისო გამოფენაში 15-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს: აგროქიზიყი, აგროლეინი, ანიგოზა, NUTS.GE, კერკი, გეო ნატურალი, გორჯი, ჯეო ორგანიკი, აუგუსტი, კამპა, სნო, კობი, ალალი, ზეთისხილი. აღნიშნული კომპანიების მიერ გამოფენაზე წარმოდგენილია ქართული ვაშლი, კაკალი, მოცვი, მშრალი ხილი, ზეთისხილი, შეციებული ცხვრის ხორცი, თაფლი, ორგანული წვენები და სხვა. 

Agriteq ყურის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო გამოფენაა, რომელსაც მრავალი ათასი ვიზიტორი ჰყავს. წელს გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და სოფლის მეურნეობის სექტორში მოქმედი 300-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.  Agriteq 2022 წლის 14 მარტს დასრულდება.

11.03.2022