საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

25 თებერვალს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. 

1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის ქვედანაყოფებმა მოახდინეს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია და ანექსია.

საქართველო პატივს მიაგებს ყველა იმ პატრიოტს - ყველა იმ ქართველ კაცს და ქალს, ვინც გმირულად დაიღუპა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაში.